რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
პრაქტიკის
კვლევა „მოსწავლეთა დაინტერესების კვლევა ბიოლოგიის
საგნის მიმართ“ ჩავატარე სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის
მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლაში.
კვლევის
მიზანი იყო საშუალო-საბაზო საფეხურზე მოსწავლეებში ბიოლოგიის საგნისადმი ინტერესის
გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რათა მოსწავლეებმა უარი თქვან ნარკოტიკზე,
ალკოჰოლზე, ნიკოტინზე და სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმის ხშირ მოხმარებაზე. მიღებული
შედეგი დადებითია და ვთვლი რომ შეიძლებოდა მისი კოლეგებთან გაზიარება.
2016-2017
სასწავლო წელს, განხორციელდა კვლევა, რომელიც გრძელდებოდა 8 თვის მანძილზე. მოსწავლეთა
გამოკითხვა ანონიმური ანკეტირება ვაწარმოე წერილობითი ფორმით. მოსწავლეებისთვის საინტერესო
იყო განსხვავებულ აქტივობებში მონაწილეობა, ისტ–ით გამდიდრებული გაკვეთილები, პროექტებზე
მუშაობა, კითხვარების შევსება.
კვლევის
შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის. დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი საკუთარი
პრაქტიკის კვლევა განახორციელონ. თემის არჩევა მათი პრაქტიკის საჭიროებიდან გამომდინარე
მოხდება.
უკუკავშირი,
იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. კოლეგების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია რომ მსგავსი
აქტივობები მხოლოდ აფერხებს სასწავლო პროცესს და არ ეხმარება მოსწავლეებს წინსვლაში.
ვისთვისაც
კვლევის გაზიარება დადებითი იყო მიიჩნევენ რომ თვითონაც განახორციელებენ საკუთარ პედაგოგიურ
პრაქტიკის კვლევას.
ლ. კორკოტაძე
No comments:
Post a Comment