Friday, December 29, 2017

რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ

რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ

პრაქტიკის კვლევა „მოსწავლეთა დაინტერესების კვლევა ბიოლოგიის საგნის მიმართ“ ჩავატარე სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლაში. 
კვლევის მიზანი იყო საშუალო-საბაზო საფეხურზე მოსწავლეებში ბიოლოგიის საგნისადმი ინტერესის გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რათა მოსწავლეებმა უარი თქვან ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე, ნიკოტინზე და სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმის ხშირ მოხმარებაზე. მიღებული შედეგი დადებითია და ვთვლი რომ შეიძლებოდა მისი კოლეგებთან გაზიარება.
2016-2017 სასწავლო წელს, განხორციელდა კვლევა, რომელიც გრძელდებოდა 8 თვის მანძილზე. მოსწავლეთა გამოკითხვა ანონიმური ანკეტირება ვაწარმოე წერილობითი ფორმით. მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო განსხვავებულ აქტივობებში მონაწილეობა, ისტ–ით გამდიდრებული გაკვეთილები, პროექტებზე მუშაობა, კითხვარების შევსება.
კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის.  დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა განახორციელონ. თემის არჩევა მათი პრაქტიკის საჭიროებიდან გამომდინარე მოხდება.
უკუკავშირი, იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. კოლეგების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია რომ მსგავსი აქტივობები მხოლოდ აფერხებს სასწავლო პროცესს და არ ეხმარება მოსწავლეებს წინსვლაში.
ვისთვისაც კვლევის გაზიარება დადებითი იყო მიიჩნევენ რომ თვითონაც განახორციელებენ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკის კვლევას.

ლ. კორკოტაძე

15/06/2017





მოსწავლეთა დაინტერესების კვლევა ბიოლოგიის საგნის მიმართ








სარჩევი
შესავალი ..................................................................................................................................................4
თავი I
1.1  ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი...........................................................................5
1.2  საკვლევი საკითხის მიმოხილვა ....................................................................................................6
1.3  პრობლემის აქტუალობის დასაბუთება .......................................................................................6
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა .................................................................................................................7
თავი III
3.1 საკვლევი კითხვების ფორმულირება ..........................................................................................9
3.2 კვლევის მიზანი და ამოცანები ....................................................................................................10
თავი IV
4.1 კვლევის მეთოდების განხილვა ...................................................................................................11
4.2 ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა .............................................................................................12
4.3 ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი .........................................................................12
თავი V, ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი
5.1 როდის გასინჯე პირველად თამბაქო?.....................................................................................14
5.2 როდის გასინჯე პირველად ალკოჰოლი......................................................................................14
5.3 რამდენად ხშირად შედიხართ სწრაფი კვების ობიექტში........................................................15
5.4 რატომ არის საინტერესო ბიოლოგია?..........................................................................................15
თავი VI
პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მის დანერგვა...............................................................16
თავი VII
7.1 პროექტის ვადები ..........................................................................................................................17
7.2 მიგნებები, რეკომენდაციები ........................................................................................................19
7.3 კვლევის ნაკლოვანებები ...............................................................................................................20
დასკვნა ...................................................................................................................................................21
ბიბლიოგრაფია .....................................................................................................................................22

















შესავალი
მოსწავლეთა დაინტერესება საბუნებისმეტყველო საგნებით ბოლო რამდენიმე წელია სერიოზული პრობლემაა საჯარო სკოლებისთვის. მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა იცოდნენ ბიოლოგიის სწავლის საჭიროება. ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ბიოლოგიის ცოდნა გვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. მოსწავლეები გარდატეხის ასაკში ხშირად ისე დაუფიქრებლად იქცევიან ვერ საზღვრავენ რა შეიძლება გამოიწვიოს მათმა დაშვებულმა შეცდომამ.  ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა კვებითი და ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლა, არასწორი კვების(მაგალითად, ,,სწრაფი კვების „ პროდუქტების გამოყენება“) შედეგად მოსალოდნელი დარღვევების შესახებ ( მაგალითად, ავიტამინოზი, ჭარბი წონა) საკვები პროდუქტების კვებითი ღირებულება და დაბალანსებული რაციონის მნიშვნელობა.  ნარკოტიკის, ნიკოტინისა და ალკოჰოლის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შემცირებისათვის, ბიოლოგიის საგნით დაინტერესებისთვის სურამის N4 საჯარო სკოლის საბაზო–საშუალო საფეხურზე 2016-2017 სასწავლო წელს ჩატარდა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რომლის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის და ბიოლოგიის საგნის პოპულარიზაცია, მოსწავლეებში და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მე-8 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ჯამში 42 მოსწავლე.
კვლევის დროს გამოყენებული იქნა შემდეგი მეთოდები: საკვლევ კითხვებზე პასუხების გასაცემად გამოყენებული იყო კვლევის როგორც თვისებრივი ( ფოკუს-ჯგუფი, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება), ისე რაოდენობრივი მეთოდები (ანონიმური ანკეტირება) ; დაიგეგმა ინტერვენციები: მოსწავლეთა კონფერენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, გამოკითხვა მოსახლეობაში და მოსწავლეებში რამდენად სარგებლობენ სწრაფი კვების ობიექტებით (შაურმა, ჩიფსი, კოკა-კოლა). აქცია სწორი კვების შესახებ ბროშურები და კედლის გაზეთების გამოფენა, მოსწავლეების ცნობიერების ასამაღლებლად. კვლევა გრძელდებოდა რვა თვის განმავლობაში, კვლევის შედეგები: მონაცემთა ანალიზისა და განხორციელებული ინტერვენციების შეფასების საფუძველზე მოხდა მოსწავლეთა დაინტერესება ბიოლოგიით, ამაღლდა მოსწავლეთა  ცნობიერება, გაუმჯობესდა მათი ცხოვრების წესი და გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი საგნის სწავლის მიმართ. დასკვნა: მიმაჩნია, რომ დადებითი შედეგი გამოიღო კვლევამ, საჭიროა ყველა ოჯახში ხშირად იყოს საუბარი ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. თვითონ მშობელი იყოს მაგალითი მოსწავლისთვის როგორ უნდა იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრებით. საჭიროა სისტემატური ხასიათი მიეცეს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთთანამშრომლობას საგაკვეთილო პროცესის მსვლელობის დროს, რადგან რასაც მოსწავლე სახლში ვერ ისწავლის სკოლაში გაკვეთილზე მასწავლებლისგან ისწავლოს.
ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან. I თავში მოცემულია ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი, საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები. II თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორის კვლევები მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, ბიოლოგიის სწავლების ეფექტურ მიდგომებზე. III თავში განხილულია საკვლევი კითხვების ფორმულირება. IV თავში კვლევის მეთოდებია განხილული, ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა, ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი. V  თავი ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი. VI თავი  ეხება პრაქტიკული კვლევის არსს და სკოლაში მის დანერგვას. VII თავი  მოიცავს ინფორმაციას კვლევის მეთოდოლოგიისა და პროექტის ვადებს. აღწერილია კვლევის ჯგუფის მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები. ანგარიშს თან ერთვის დასკვნა და ბიბლიოგრაფია.
საკვანძო სიტყვები: ჯანსაღი კვება, ნარკომანია, ჯანსაღი საკვები, დაავადებები, ნიკოტინი, ცოდნის დონის ამაღლება, ჯგუფური მუშაობის ფორმები, ეფექტური სწავლების სტრატეგიები. 




თავი I
1.1 ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი
სურამის N4 საჯარო სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიით და ინტერნეტით, ასევე აქვს კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა და გარეთა ეზო. თუმცა კომპიუტერები მოძველებულია. სკოლას აქვს ბიოლოგიის გაკვეთილის ჩასატარებლად მულაჟები, სხვადასხვა თვალსაჩინოებები. სამწუხაროდ არ გვაქვს კეთილმოწყობილი საბუნებისმეტყველო საგნებისთვის საჭირო თანამდროვე ლაბორატორია. სადაც მოსწავლები იმოგზაურებენ მეცნიერების სამყაროში. სკოლაში სწავლობს 450 მოსწავლე და მუშაობს 38 პედაგოგი. მათგან 21 უფროსი მასწავლებლის სტატუსის მატარებელია. კვლევის სამიზნე ჯგუფი სადაც განვახორციელე კვლევა არის საბაზო-საშუალო საფეხური, კვლევა განხორციელდა 42 მოსწავლეს შორის. აქდან 2 მოსწავლე იმყოფება  ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე, უნდა აღინიშნოს რომ მათ არ ისურვეს კვლევაში მონაწილეობა. კვლევა განხორციელდა 2016-2017 სასწავლო წელს და გრძელდებოდა 8 თვე.
1.2       საკვლევი საკითხის მიმოხილვა
პოპულარიზაცია ბიოლოგიის საგნის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოსწავლეებში საკმაოდ რთულია დღეს, როცა ირგვლივ უამრავი სწრაფი კვების ობიექტია და სუპერმარკეტები სავსეა მაცდუნებელი სასუსნავით, სხვადასხვა ფირმის თამბაქოს ნაწარმით. რომლებიც ადვილად აცდუნებს მოზარდებს წუთიერი სიამოვნებისაკენ. გაკვეთილის მოსმენას ურჩევნიათ იფიქრონ იმაზე რა მიირთვან დასვენებაზე სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმიდან, მოწიონ თამბაქო, თავს დიდად თვლიან როცა თამბაქოს ეწევიან. მით უფრო რთულია დააინტერესო მოსწვლა როცა სკოლის გარეთ უფროსებისგან ხშირად ხედავენ არასწორ მაგალითს, რომლებიც არ ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
წინამდებარე პრაქტიკული კვლევის მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, პროპაგანდა არა ალკოჰოლს, არა თამბაქოს, არა ნარკომანიას და ბიოლოგიის როგორც სასწავლო საგნით მოსწავლეთა დაინტერესება.
1.3        პრობლემის აქტუალობის დასაბუთება
მოსწავლეები თანდათან სწავლობენ დამოუკიდებლად სკოლაში სიარულს, მშობელი ნაკლებად აკონტროლებენ, სახლიდან წამოღებულ ჯიბის ფულს ხარჯავენ მათთვის სასურველ სასუსნავში, რომელიც ხშირ შემთხვევაში სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმია, ან თამბაქოა, ზოგჯერ ალკოჰოლიც კი. მშობელი ვერ ხედავს რით იკვებება შვილი ან არც კი იცის რამდენად მავნებელია ეს პროდუქტები ბავშვისთვის.
არსებული სიტუაცია, სამწუხაროდ, გრძელდება წლების განმავლობაში და მისი საბოლოო მოგვარების, ან შემცირების ტენდენცია არ შეიმჩნევა. პრობლემა პრობლემად რჩება.
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა
            ცხოვრების ჯანსაღი წესი არის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან, კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. ეს არის უბრალოდ ცხოვრების პოზიცია, ადამიანის ქცევა და შემოქმედება, მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცებისკენ. ცხოვრების ჯანსაღი წესის განსაკუთრებული აქტუალობა გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის დატვირთვის გაზრდა-ცვლილებით, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია საზოგადოებრივი ცხოვრების გართულებით, ტექნოგენური, ეკოლოგიური, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური თუ საომარი ხასიათის რისკთა მატებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნეგატიური ძვრების მაპროვოცირებელ ფაქტორთა გამრავლებით. ასეთი მოსაზრებაც არსებობს: ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა (ზომიერება ყველაფერში, ოპტიმალური მოძრაობითი რეჟიმი, გაკაჟება, სწორი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა), რომელიც უნდა ემყარებოდეს რელიგიურ-ეროვნულ ტრადიციებს და ემსახურებოდეს ადამიანის ფიზიკური, სულიერი, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას რეალურად გარემომცველ სამყაროში. ცხოვრების ჯანსაღი წესი - ეს არის შრომით, საოჯახო-საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობა-მონაწილეობა. ვიწრო ბიოლოგიური თვალსაზრისით კი საქმე ეხება ადამიანის ფიზიოლოგიურ ადაპტაციურ შესაძლებლობებს როგორც გარესამყაროს ზემოქმედების, ასევე შინაგან სამყაროში განვითარებული ცვლილებების საპასუხოდ. ამ თემაზე მომუშავენი ცხოვრების ჯანსაღ წესში უამრავ კომპონენტს მოიაზრებენ, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც მთავარ, ბაზისურ ნაწილად არის გამოყოფილი; ესენია:
·         ჯანსაღი უნარ-ჩვევების დაუფლება, ჯანსაღად აღზრდა ადრეული ასაკიდანვე;
·         გარესამყაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების შესწავლა;
·         მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებაზე) უარის თქმა;
·         კვება - ზომიერი, ინდივიდუალური ფიზიოლოგიური თავისებურებების შესაბამისი, აგრეთვე - ინფორმირებულობა გამოყენებული პროდუქტების ხარისხიანობის შესახებ;
·         მოძრაობა - ფიზიკურად აქტიური ცხოვრება, დღის რეჟიმში სპეციალური ფიზიკური ვარჯიშების ჩართვა ასაკობრივი და ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით;
·         ჰიგიენა - პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, პირველი დახმარების ძირითადი ჩვევების ცოდნა;
·         გაკაჟება
მოსწავლის ცნობიერების ამაღლება, მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. მოტივაცია იზრდება, როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობაა და, პირიქით, იკლებს, როდესაც მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი შედეგის განსჯა-შეფასებაა; მოტივაცია იზრდება მაშინაც, როდესაც მოსწავლე ხედავს დავალების მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება, დაანახვოს კავშირი სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარე ცხოვრებას შორის.
თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მოსწავლეთა განსაკუთრებულ აქტიურობას მოითხოვს. ეს გულისხმობს მათ აქტიურ მონაწილეობას არა მხოლოდ განათლების მიღების, არამედ თანატოლთა სწავლების პროცესშიც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთ გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებასა და დამოკიდებულებათა ჩამოყალიბებაში, რაც თავისთავად გულისხმობს გაკვეთილის პროცესში მათ მონაწილეობას.
 მოს­წავ­ლე ჩარ­თუ­ლია სწავ­ლის პრო­ცეს­ში, თუ ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ძა­ლის­ხ­მე­ვას იჩენს და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, ზრუ­ნავს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე და ამას­თან, შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ოს მის­თ­ვის დი­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს (Newmann, 1986). ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ უფ­რო მე­ტი ცოდ­ნის შე­ძე­ნის სურ­ვილს და პო­ზი­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სკო­ლი­სა და სწავ­ლის მი­მართ.
სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. InternationalSocietyforTechnologyinEducation-ის მი­ხედ­ვით, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას ძლი­ე­რი პო­ზი­ტი­უ­რი ეფექ­ტი აქვს მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე მხო­ლოდ მა­შინ, თუ ეს პრო­ცე­სი შე­სა­ბა­მი­სად იქ­ნე­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. სწავ­ლე­ბა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წარ­მა­ტე­ბით და­სა­ნერ­გად აუცი­ლე­ბე­ლია: მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა; სას­წავ­ლო გეგ­მას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის დაც­ვა; მი­სი, რო­გორც ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი სას­წავ­ლო მა­სა­ლის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა; თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა და ა.შ
            ბიოლოგიის სწავლების საშუალებები შეიძლება იყოს საგნები, მოვლენები, ფაქტები, სასწავლო პროგრამები, რომლებიც ამაღლებს სწავლების ეფექტურობას.
ბიოლოგიაში სწავლების ძირითადი საშუალებებია:
·         ნატურალური (რეალური) ობიექტები და მოვლენები;
·         ვიზუალური მასალები (სურათები, ტაბულები და სხვ. ), რომლებიც ანაცვლებს რეალურ ობიექტებსა თუ მოვლენებს;
·         ვერბალური (სიტყვიერი) საშუალებები.
ყველა ეს საშუალება წარმოადგენს ბიოლოგიის შინაარსის ფიქსირების განსაზღვრულ გზას/ხერხს სასწავლო პროცესის ორგანიზებისას.

თავი III
3.1       საკვლევი კითხვების ფორმულირება
კვლევის მთავარი კითხვა იყო, რამდენად იციან მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა და ბიოლოგიის საგნის საჭიროება. როგორია ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა იგულისხმება ამ ფრაზაში. როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბიოლოგიის ცოდნა ცხოვრების ყველა ეტაპზე. საკვლევი პრობლემიდან გამომდინარე გამოვყევი შემდეგი საკვლევი საკითხები:
·         რას ნიშნავს იყო ჯანმრთელი?
·         როგორ გავარჩიოთ ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები?
·          რატომ არ უნდა ვიკვებოთ სწრაფი კვების ობიექტებში?
·         რამდენად საჭიროა ბიოლოგიის ცოდნა?
·         რამდენად საჭიროა ჯანმრთელობა?
·         რა ვიცით თამბაქოს შესახებ?
·         რა არის ნიკოტინი, რას ნიშნავს „პასიური წევა“?
·         როგორია თამბაქოს კვამლის შემადგენლობა?
·         რა უარყოფითი შედეგები მოყვება თამბაქოს წევას?
·         რა იგულისხმება სწორ კვებაში?
·         რა არის ნარკოტიკი?
·         რას ნიშნავს ლეგალური და არალეგალური ნარკოტიკი?

3.2 კვლევის მიზანი და ამოცანები                                                          
ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. კოლეგებს გავესაუბრე ამ პრობლემასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი:
1.      მოსწავლეთა ნაკლები ინტერესი ბიოლოგიის საგნის მიმართ შეიძლება იყოს ასაკობრივი და ემოციური ფაქტორი. 
2.      მოსწავლეები სწავლის პირველ წლებში არ არიან დატვირთულნი, მასალა ადვილია ასათვისებლად, ამავე დროს სასწავლი მასალა მცირეა, უხარიათ სწავლის პროცესი, ცდილობენ თავი გამოიჩინონ კარგი სწავლით მასწავლებლებთან, მშობლებთან, თანაკლასელებთან.   მე–8 კლასიდან იზრდება სასწავლო მასალის მოცულობა, რთულდება სასწავლო პროცესი, შემოდის ახალი ბიოლოგიური მცნებები, მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს უჭირs ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევ შედეგზე გასვლა.
3.      ამ ასაკში მოსწავლემ არ იცის რა არის საჭირო მისთვის, რასი ცოდნაა აუცილებელი მისი სწორი ცხოვრების ჩამოყალიბებისთვის. აშინებს სასწავლო მასალა, თვლის რომ  ტერმინოლოგია რთულია და ურჩევნია თავი აარიდოს ზედმეტ დატვირთვას.
აღნიშნული კვლევის მიზანია ბიოლოგიის გაკვეთილზე იმ მეთოდების დანერგვა და აქტივობები განხორცილება რომლებიც გაზრდის მოსწავლეთა ინტერესს ბიოლოგიის საგნის მიმართ და ცხოვრების ჯანსაღი წესის ფორმირებაში დაეხმარება მათ. მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული საგაკვეთილო პროცესის დანერგვა და მათი აკადემიური შედეგების გაუმჯობესება.

თავი IV
4.1 კვლევის მეთოდების განხილვა
მონაცემთა შეგროვების თვისებრივი ( ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება) და რაოდენობრივი მეთოდების( დახურული და ღია ანკეტირება) გამოყენებით გამოიკვეთა, რომ მოსწავლეების მოტივაცია მაღალია, თუმცა დაკვირვების შედეგად გამოჩნდა, რომ მათი ინტერესი და აქტიურობა ნაკლებია. ვინაიდან აღნიშნულ კლასებში ნაკლებად ვიყენებ სწავლების სხვადასხვა ინტერაქტიულ სტრატეგიებს.
ინტერვენციის ეტაპზე  თანამშრომლობითი სწავლების სტრატეგიებზე დაყრდნობით შევიმუშავე ის მეთოდები, რომლებიც დამეხმარება მოსწავლეებთა ინტერესის გაზრდაში. სწავლების თანამშრომლობით სტრატეგიები მოიცავს მეტ ჯგუფურ და წყვილებში მუშაობას, ასევე მრავალფეროვან აქტივობებს, ისტ-ის, ექსპერიმენტების, ბუკლეტების, კედლის გაზეთების გამოყენებას. რაც მთავარია, თითოეული ეს აქტივობა პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს.
4.2 ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა
გაანალიზებულ შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
Ø  მოსწავლეების მხრიდან მოსწავლეთა კონფერენციისთვის მზადება დაიგეგმა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, მოხდა გადანაწილება როლების და დავალებების გადანაწილება;
Ø  მოსწავლეთა ნაწილი მუშაობდა ბროშურების შექმნაზე, ნაწილი კედლის გაზეთების მომზადებაში;
Ø  მოსწავლეთა ნაწილი აკეთებდა გამოკითხვას მოსახლეობაში და მოსწავლეებში;
Ø  ტარდებოდა ჯგუფური სამუშაოები, რომლის დროსაც მოსწავლეები ერთად ამუშავებდნენ და აანალიზებდნენ საჭირო ტერმინოლოგიას და ინფორმაციას;
Ø  წარმატებული მოსწავლეები ეხმარებოდნენ სუსტ მოსწავლეებს და პერიოდეულად ინფორმაციას მაწვდიდნენ მათი შედეგების შესახებ;
Ø  ხდებოდა შედეგების ერთობლივი გაანალიზება და თვითშეფასება;
Ø  ჩატარდა ანკეტური გამოკითხვა მოსწავლეებთან სასწავლო წლის ბოლოს ინტერვენციების შეფასების მიზნით;
Ø  კვლევის დამამთავრებელ ეტაპზე გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია სადაც წარმოადგინეს მოსწავლებმა საკუთარი ნამუშევრები.

4.3 ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი
ინტერვენციების განხორციელებამ დადებითი შედეგები გამოიღო მთელი კლასისთვის. დაკვირვებამ აჩვენა, რომ როგორც წარჩინებული, ისე აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები, დიდი ინტერესით მუშაობდნენ ჯგუფურად, ჯგუფური მუშაობის დროს ავლენდნენ კოლაბორაციის და კომუნიკაციის უნარებს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს.
ჯგუფებში წარმატებულ მოსწავლეებს მიმაგრებული ჰყავდათ სუსტი მოსწავლეები. მოსწავლეები მუშაობდნენ ერთად, უსვამდნენ ერთმანეთს შეკითხვებს, იყენებდნენ ბიოლოგიურ ცნებებს საუბარში. მუშაობა გრძელდებოდა მთელი გაკვეთილის განმავლობაში. მომდევნო გაკვეთილზე საპასუხოდ გამოძახებული იყვნენ სუსტი მოსწავლეები და, თუ ისინი ვერ უპასუხებდნენ რომელიმე შეკითხვას, მაშინ პასუხობდა მის ჯგუფში მომუშავე ძლიერი მოსწავლე. ამით საშუალება მექმნებოდა მთელი ჯგუფის ცოდნა შემემოწმებინა ზოგადად, კონკრეტულად კი ამ ორ მოსწავლეს ვაფასებდი.
მოსწავლეების მიერ გაკეთებული იქნა პროექტი: ,,ნარკოტიკისა და ნიკოტინის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე,, და მეორე პროექტი: ,,ჯანსაღი კვება,,. პრეზენტაცია განახორციელეს სლაიდ– შოუს გამოყენებით, წარმოადგინეს გამოყენებული მასალა და ვებ–გვერდები, მოაწყეს აქცია ,,ცხოვრების ჯანსაღი წესი, დაარიგეს ბუკლეტები, გამოფინეს კედლის გაზეთები, უჩვენეს ვიდეო–მასალა ნიკოტინის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის საწინააღმდეგოდ. ამ კვლევის საფუძველზე მოსწავლეები გაეცვნენ და გაიღრმავეს ცოდნა ამ მომაკვდინებელი ნივთიერებების შესახებ, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია თითოეულ მათგანს ადამიანისთვის, როგორ უსწრაფებს სიცოცხლეს ადამიანებს მათი აქტიური მოხმარება. სიღრმისეულად გაეცვნენ მათ შემადგენლობასა და შედეგებს, რომლის მოტანაც მათ შეუძლიათ. არა ჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგად ადამიანი კლავს ჯერ თავისუფლებას, შემდეგ ჯანმრთელობას და ბოლოს სიცოცხლეს.
შემაჯამებელი კითხვარის შევსების დამთავრების შემდეგ, ერთობლივად ვაანალიზებდით შედეგებს. მათ წინ ედოთ თავიანთი ნაშრომები, თავდაპირველად ითვლიდნენ გაცემული პასუხების რაოდენობას, აწერდნენ რვეულის არეზე და იქვე აღნიშნავდნენ გადასწორებული პასუხების რაოდენობასაც. შემდეგ იწყებოდა კითხვარის განხილვა, ბოლოს ითვლიდნენ სწორი პასუხების რაოდენობას, და ციფრს მიაწერდნენ გაცემული პასუხების ქვემოთ. შემდეგ თვითონ აკეთებდნენ შეფასებას, შედეგების შესაბამისად ირჩევდნენ შეფასების ქულებს. ამ ფორმით ჩატარებული თვითშეფასება იყო საინტერესო.
დაკვირვებითა და მოსწავლეების გამოკითხვით დადგინდა, რომ ჩატარებული აქტივობებით: ურთიერთდახმარებით ჯგუფური მუშაობის დრო, თვითშეფასებებით - მოტივაცია საგრძნობლად ამაღლდა, მოსწავლეთა ინტერესი გაიზარდა ბიოლოგიის საგნის მიმართ, შესაბამისად, სწავლის დონეც გაუმჯობესდა. ეს უკანასკნელი გაიზომა ანონიმური ანკეტირების საფუძველზე რომელიც ჩატარდა კვლევის შემაჯამებელ ეტაპზე, რათა მომეხდინა ინტერვენციების შედეგების ანალიზი.
მონაცემთა შეგროვებამ და შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ
Ø  აღწერითი დაკვირვების დროს გამოვლინდა, რომ აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები არ არიან საგაკვეთილო პროცესით დაინტერესებულები, არ რეაგირებენ ყოველდღიურად მასწავლებლების მიერ მიცემული განმავითარებელი შეფასებაზე, არ სურთ სოციუმთან ურთიერთობა.
Ø  ფოკუსირებულმა დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ასეთი მოსწავლეები ვერ ადგენენ ინტერვიუს, აქედან გამომდინარე, უჭირთ კომუნიკაცია.
Ø  შერჩევითმა დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებს უჭირთ ბიოლოგიური ტერმინების დამახსოვრება და ამიტომ ეცემა მათი სწავლისადმი მოტივაცია.
Ø  პირველი კითხვარის შევსების შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, რომ მოსწავლეთა 48% -მა დაიმსახურა არადამაკმაყოფილებელი შეფასება, 22% -მა - საშუალო, 26% -მა - საშუალოზე მაღალი და 14%-მ - მაღალი;
ღია და დახურული ანკეტირების საფუძველზე გამოიკითხა 40 მოსწავლე.  რის შედეგადაც გამოვლინდა პროცენტული მაჩვენებელი :
Ø  რატომ არ უნდა ვიკვებოთ სწრაფი კვების ობიექტში?
ა. მავნეა  –85%      ბ. სასარგებლოა–2%     გ. მიხსნის დროის პრობლემას–8% დ. შედარებით იაფი მიჯდება–5%
Ø  საჭიროა თუ არა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე?
ა. საჭიროა–100%      ბ. სულერთია  -0%  გ. მშობლები ზრუნავენ -0% დ. არ არის საჭირო -0%
Ø  რა არის ნიკოტინი?
ა. მავნე ნივთიერება–87%    ბ. ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნივთიერება – 3%  გ. ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, –7%  დ. სიამოვნების მომნიჭებელი.–3%
Ø  როგორ ვლინდება თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული პრობლემები?
ა. თითების გაყვითლება -0%   ბ. ხმის ტემბრის შეცვლა-0%    გ. უსიამოვნო სუნი პირის ღრუში-0%   დ. ყველა ერთად–100%
Ø  რა არის ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული პრობლემები?
ა. ნაადრევი სიბერე –96%  ბ. სიცოცხლის ხანგრძლივობა –2%   გ. ჯანმრთელობა  –1%   დ. არცერთი პასუხი არ არის სწორი –1%
Ø  ღირს თუ არა წუთიერი სიამოვნება ჯანმრთელობის შერყევის ფასად?
ა. დიახ  –100%  ბ. არა -0%   გ. ზოგჯერ-0%     დ. არცერთი პასუხი სწორი არა არის-0%
Ø  რა იგულისხმება კვების სწორ რაციონში?
ა. ჩიფსი, შაურმა  – 60%       ბ. ბოსტნეული და ხილი–6%     გ. კოკა–კოლა,–15% დ. დიდი რაოდენობით ტკბილეული–19%
Ø  რას ნიშნავს ვიკვებოთ სწორად?
ა. ორჯერადი კვება –30%  ბ. ოთხჯერადი კვება – 50%  გ. ერთხელ კვება –2%  დ. ყველა პასუხი სწორია–18%
Ø  რას ნიშნავს ტერმინი ლეგალური ნარკოტიკი?
ა. ზოგიერთი მედიკამენტი –21%  ბ. თამბაქო–10%    გ. ალკოჰოლი–47% დ. ყველა პასუხი სწორია. –22%
Ø  რამდენად ხშირად შედიხარ სწრაფი კვების ობიექტში?
ა. მუდმივად –1%          ბ. იშვიათად  –40%      გ. არ ვსარგებლობ–2%            დ. ხშირად–57%
Ø  როდის გასინჯე პირველად თამბაქო?
ა. 10 წლის რომ ვიყავი –15%         ბ. არ გამისინჯავს –61%         გ. ახლაც ვეწევი –3%         დ. ხშირად არ ვეწევი–11%
Ø  როდის გასინჯე პირველად ალკოჰოლი?
ა. 10 წლის რომ ვიყავი   –25%       ბ. არ გამისინჯავს  –2%       გ. ახლაც ვაგემო ვნებ  –60%       დ. ხშირად არ ვსვამ–13%

ღია კითხვებში მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი შეხედულებები. კითხვაზე რატომ გსურს ბიოლოგიის შესწავლა მოსწავლეებმა აღნიშნეს რომ მათ სამომავლოდ გამოადგებათ, რომ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და სხვისთვისაც იყვნენ მისაბაძი მაგალითი, გააკეთონ ცხოვრებაში სწორი არჩევანი, გაუფრთხილდნენ სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. გამოთქვეს სურვილი ისწავლონ და გაიგონ მეტი ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ რაც მათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარება.  
აღნიშნული აქტივობები, მართლაც შეესაბამება თანამედროვე სწავლების მოთხოვნებს, თუმცა მათი ხშირი გამოყენება ვერ ხერხდება, რადგან წინასწარ ჭირდება სასწავლო რესურსის მომზადება, რაც დამატებით დროს და დაფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. ამ მეთოდებით სწავლა ხდება სახალისო და შემოქმედებითი პროცესი მოსწავლეთა მცირჯგუფებისთვის, უმრავლესობა კი ელემენტარულ ცოდნასაც ვერ იღებს, პასიურად ზის გაკვეთილზე, არ არის ჩართული სასწავლო პროცესში.


თავიV
ცხრილების და გრაფიკების ჩამონათვალი
5.1როდის გასინჯე პირველად თამბაქო?

5.2  როდის გასინჯე პირველად ალკოჰოლი?

5.3 რამდენად ხშირად შედიხართ სწრაფი კვების ობიექტში
5.4 რატომ არის საინტერესო ბიოლოგია?

თავი VI
პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მის დანერგვა
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევების კომპეტენციის უნარის ფლობა: მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს, ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში (პროფესიულიგანვითარება, მუხლი 133,, 1); შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება-ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. (პროფესიული განვითარება, მუხლი 139, 2). სწორედ ამიტომმასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისმიხედვით წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა საკუთარ პედაგოგიურ  პრაქტიკაში იდენტიფიცირებული საჭიროებების ანალიზის საფუძველზე პრაქტიკული კვლევის განხორციელება, ხოლო მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად პრაქ- ტიკული კვლევების განხორციელება სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე.
კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის და სხვა სახით.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს. ეს არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა, ჩატარებული მასწავლებელთა მიერ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის, სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
პროფესიონალია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა, ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების გასავითარებლად და, რაც მთავარია, სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.
ამრიგად, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის პედაგოგების, დირექტორების, სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ნებისმიერი სახის მეთოდური გამოკვლევა კონკრეტული მასწავლებლის, სკოლის საქმიანობის, სწავლა-სწავლების და მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გაუმჯობესების მიზნით. პრაქტიკის კვლევის განმხორციელებელმა პირებმა უნდა გააცნობიერონ, რომ კვლევაში ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საუკეთესო საშუალებაა, პროფესიულად მზარდი მასწავლებელი მუდმივად განაახლებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკას, რაც სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისა და მოსწავლეთა მოსწრების გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა.
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის შედეგების გაზიარება დაეხმარება კოლეგებს თვითონ წარმართონ პედაგოგიური კვლევა, პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს კვლევის შედეგების გაცნობა დააკვირდნენ მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესს.

თავი VII
7.1 პროექტის ვადები
აქტივობა
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
პრობლემის იდენტიფიცირება
X







კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
X







ინტერვიუ სკოლის დირექტორთან

X





X
მეორადი მონაცემების შეგროვება

X






მეორადი მონაცემების ანალიზი

X
X





კითხვარის შედგენა, დამუშავება

X







კითხვარის შევსება

X
X
X
X
X
X
X
გამოკითხვა/თვითშეფასება


X



X

მიღებული შედეგების ანალიზი



X
X



სავარაუო ინტერვენციების განხილვა



X
X



I ინტერვენციის განხორციელება




X
X
X

II ინტერვენციის განხორციელება




X
X
X

I –II ინტერვენციის შედეგების  ანალიზი





X
X
X
პრეზენტაცია სასაკოლო საზოგადოებასთან, შედეგების გაცნობა







X

7.2 მიგნებები, რეკომენდაციები
კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით შეიძლება ითქვას რომ სასურველია შეიცვალოს მოსწავლეების დამოკიდებულება სწრაფი კვების ობიექტების ხშირად სარგებლობასთან დაკავშირებით. ასევე მოსწავლეთა მიერ ალკოჰოლის და ნიკოტინის, ნარკოტიკის მოხმარებაზე უარის თქმა. განახლდეს საბუნებისმეტყველო საგნებისთვის ლაბორატორია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
ერთერთი რეკომენდაცია შეიძლება იყოს ის რომ მოსწავლეებმა ხშირად მიიღონ მონაწილეობა მსგავს გამოკითხვებში, პროექტებში, რადგან აუმაღლდეთ ცნობიერება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ხშირად გააკეთონ ბიოლოგიაში ექსპერიმენტები.
7.3 კვლევის ნაკლოვანებები
კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ ვერ მოვძებნე ფორმა რათა დაინტერესებია სსსმ მოსწავლეები კვლევაში მონაწილეობაზე.



დასკვნა
კვლევაში გამოყენებული მეთოდიკა მიმართული იყო ბიოლოგიის საგნისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაზრდაში,  ჯანსაღი ცხოვრების წესის ამაღლებისაკენ, ჯანსაღი ცხოვრების წესის არსის გათავისებასა და პირად ცხოვრებაში დამკვიდრებაზე, სწორად ამ თემის დამკვიდრებას და განხორციელებას მიეძღვნა ზემოთ აღნიშნული კვლევა. რაც იძლევა საშუალებას ადამიანმა გონივრულად გამოიყენოს ყველა დებულება ქცევის შესახებ რომელიც ამ კვლევაში იყო გამოყენებული (ჯანსაღი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ადამაინს ფიზიკური, სულიერი, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას, რეალურად გარემომცველ სამყაროში).
შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები, რომლებიც დამეხმარება მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და მოსწავლეთა ბიოლოგიის სწავლისადმი ინტერესის გაზრდაში.
კვლევის შედეგების და თვითონ კვლევის გაზიარება კოლეგებთან დაეხმარება ჩემ კოლეგებს თვითონ წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ასევე შეიმუშაონ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისთვის საჭირო სტრატეგიები.







ბიბლიოგრაფია
  1. ბიოლოგიის სწავლების საშუალებები (27 სექტემბერი, 2015) რუსუდან თედორაძე http://mastsavlebeli.ge/?p=930
2.      ცხოვრების ჯანსაღი წესი არსი და პრინციპები http://www.mkurnali.ge/profilaqtika2/2432-ckhovrebis-jansaghi-tsesi-arsi-da-principebi.html
3.      ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
  1. ლობჯანიძეს. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი.     http://mastsavlebeli.ge/?p=281
  2. გიორგაძე მიხ. „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?“ / ციფრული რესურსი http://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201
  3. ზურაბიშვილი თ. „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006 წ.   http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173
  4. წულაძე ლ. „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“ თბ. 2008. http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf
  5. გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები (29 აგვისტო, 2014)  მანანა ბოჭორიშვილი http://mastsavlebeli.ge/?p=1915



რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ

სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლაში ჩავატარე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საჭიროებები...